ლაზარე გრიგორიადისის საქმე

8 აპრილს, 20:00 საათზე პარლამენტთან ლაზარეს მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

8 აპრილს, 20:00 საათზე პარლამენტთან ტაბულას, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების, თავისუფლების ინსტიტუტისა და ევროპული საქართველოს ორგანიზებით ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. 

აქცია დაგეგმილი მთავრობის ადმინისტრაციასთან იყო. თუმცა, მთავრობამ ადმინისტრაციის მიმდებარე შენობის შემოღობვა გადაწყვიტა

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმწობითი სამუშაობი მიმდინარეობს და დაგეგმილია სკვერის მოწყობა, არსებული ინფრასტრუქტურის განახლება. 

აქციაზე ქართველი მუსიკოსები, მსახიობები და საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას გამოუცხადებენ ლაზარეს. 

"რუსულ კანონზე უკანდახევის შემდეგ, რეჟიმმა კიდევ ერთი დარტყმა მიიღო - ქართული სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირები შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ არიან.

გვჯერა, რომ მოქალაქეების თანადგომას შეუძლია ლაზარე სანქცირებული სასამართლოს შერჩევითი სამართლისგან იხსნას და საერთო ეროვნულ წარმატებას მსხვერპლად არ შეეწიროს!

ადამიანის შავრაზმული დემონიზაციის მცდელობა, ბუმერანგად უნდა დაუბრუნდეს ყველას, ვინც ამას ცდილობს!

აქციაზე იქნება მუსიკა, ბევრი სიტყვა, მაგრამ არ იქნებიან სიტყვით გამომსვლელები". – წერენ აქციის ორგანიზატორები. 

 ლაზარეს მხარდასაჭერად აქციაზე თითო სიმღერას შეასრულებენ:

STEPHANE
აჩიკო გულედანი
ჯგუფი "დაგდაგანი"
ჯგუფი "წერილი"
LOUDSPEAKERS
შაბათ-კვირა

კომენტარები