ბოდბის ეპარქია

მეუფე იაკობი სააკაშვილზე: ვის რაში სჭირდებოდა, ან ციხეში ვის სჭირდება ან საქართველოში

როგორია, საქართველოს პრეზიდენტი იყო, 30-საუკუნოვანი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, წახვიდე იქ (ოდესაში) და იმის გამო, რომ გუბერნატორი გახდე და ფული იშოვო, უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე და სადღაც, რაღაც ქვეყანაში, თუნდაც უკრაინაში გუბერნატორობ. მერე კარგად გვახსოვს, ასტრიდ ლინდგრენი და კარლსონი გამახსენა, სახურავებზე როგორ დარბოდა, მერე როგორ შემოიყვანეს მანამდე ევროპარლამენტარებმა. მერე ზელენსკის დროს და დღესაც პატიმარი სააკაშვილი უკრაინის მოხელეა იმიტომ, რომ პრეზიდენტს ჰყავს დანიშნული რაღაცაზე.  კაცო, თუ ჩვენ პარტნიორები ვართ, ცალმხრივია ეს პარტნიორობა? რას ჰგავს ეს? ვის რაში სჭირდებოდა, ან ციხეში რაში სჭირდება ვინმეს ან საქართველოში რაში სჭირდება მაგ კაცი, რომელიც ჩვენი დამპყრობლის ინტერესების გამტარი იყო ყოველთვის?

თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას. 

კომენტარები