Coolio

COOLIO-ს გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკებით ზედოზირება გახდა

NY Post

რეპერ Coolio-ს გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად ცნობილია. მუსიკოსი ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მენეჯერი ჯარეზ პოუზი ავრცელებს. 

გარდაცვალების მომენტში Coolio ფენტანილი, ჰეროინი და მეტამფეტამინი ჰქონდა მიღებული. სამედიცინო ექსპერტის თქმით სიკვდილი უნებლიე ზედოზირებამ გამოიწვია.

59 წლის რეპერი 2022 წლის 28 სექტემბერს მეგობრის სახლის აბაზანაში გონებადაკარგული იპოვეს, ადგილზე გამოძახებულ სასწრაფაოს რეპერი გარდაცვლილი დახვდა.

არტის ლეონ აივი ჯუნიორი, იგივე Coolio ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და მსახიობია. მსოფლიო პოპულარობა შემსრულებელს 1995 წელს გამოშვებულმა ჰიტმა Gangsta's Paradise მოუტანა. კომპოზიციამ რეპერს გრემი მოუტანა, სიმღერას Youtube-ზე ამ დროისთვის მილიარდზე მეტი მოსმენა აქვს. ქულიომ 90-იან წლებში სამი კომერციულად წარმატებული ალბომი გამოსცა. იყო კულინარიული შოუს Cookin' with Coolio-ს წამყვანი, მოგვიანებით გამოსცა რეცეპტების წიგნი. შესრულებული აქვს ათობით როლი კინოში. 

კომენტარები