რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის სამხედრო ძალებმა ბახმუტში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს

უკრაინელი სამხედროები ბახმუტში
MANU BRABO FOR THE WALL STREET JOURNAL

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ქალაქ ბახმუტში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს. მათივე ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები, დიდი ალბათობით, ქალაქის ცენტრისკენ მიდიან. 

ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ რუსმა სამხედროებმა მდინარე ბახმუტკას დასავლეთ ნაპირი დაიკავეს.

დაზვერვის შეფასებით, ბახმუტის დასავლეთით, უკრაინის არმიის მომარაგების მთავარ ხაზს საფრთხე ემუქრება. რუსეთის რეგულარულმა ჯარმა, სადესანტო დანაყოფებთან ერთად, ტერიტორია გაამაგრეს და აღნიშნულ სექტორში არტილერიას ეფექტურად იყენებენ. 

ამასთან, ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ვაგნერის დაჯგუფებასა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის უთანხმოება დასრულდა და თანამშრომლობა გაუმჯობესდა.

კომენტარები