თავდასხმა საბავშვო ბაღზე ბრაზილიაში

ბრაზილიაში ნაჯახით შეიარაღებული მამაკაცი ბაღში შეიჭრა - გარდაცვლილია ხუთი მცირეწლოვანი

ბრაზილიის სამხრეთით, შტატ სანტა-კატარინაში, 25 წლის  ნაჯახით შეიარაღებული კაცი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში შეიჭრა. გარდაცვლილია ოთხი არასრულწლოვანი, დაშავდა სულ მცირე ხუთი მათგანი. 

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილ არასრულწლოვანთა ასაკი 5-დან 7 წლამდე იყო. შემთხვევის დროს დაწესებულებაში 40-მდე აღსაზრდელი იმყოფებოდა. 

თავმდამსხმელი პოლიციას ჩაბარდა. გამომძიებლები თავდასხმის მოტივს იძიებენ. 

ქალაქის მერის, მარიო ჰილდებრანდტის თქმით, სასწავლო პროცესი შეჩერდება. ამასთან ცხადდება 30-დღიანი გლოვა. როგორც მერმა განაცხადა, ხუთი დაჭრილი ბავშვი, რომელთა ასაკი სამიდან ხუთ წლამდეა, საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. 

შემთხვევა ადგილობრივი დროით 09:00 საათისთვის მოხდა. 

კომენტარები