მსხვერპლშეწირვა

ინდოეთის პოლიციამ ადამიანის მსხვერპლად შეწირვის გამო 5 პირი დააკავა

Surjeet Yadav

ინდოეთის პოლიციამ ადამიანის მსხვერპლად შეწირვის გამო 5 პირი დააკავა.

მოკლული ქალის დასახიჩრებული ცხედარი პოლიციელებმა ინდუისტურ ტაძარში 4 წლის წინ აღმოაჩინეს. სხეულს დაზიანებები მაჩეტეთი ჰქონდა მიყენებული.

პოლიციის ცნობით, მსხვერპლშეწირვის რიტუალში მონაწილეობა 12-მა პირმა მიიღო. 5 მათგანი დაკავებულია. დარჩენილ 7-ზე პოლიციას ძებნა აქვს გამოცხადებული.

ოფიციალური მონაცემებით, 2014-2021 წლებში ინდოეთში ადამიანის მსხვერპლშეწირვის 103 შემთხვევას ჰქონდა ადგილი.

კომენტარები