რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: უკრაინის კონტრშეტევამდე კრემლი დასავლეთს ბირთვული იარაღით აშანტაჟებს

ბირთვული შესაძლებლობის მქონე მოძრავი სახმელეთო სარაკეტო კომპლექსი Ярс-ი

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 4 აპრილის ანგარიშში ნათქვამია, რომ კრემლი აგრძელებს ბირთვული შანტაჟის რიტორიკის გამოყენებას, რათა უკრაინის კონტრშეტევამდე შეაჩეროს დასავლეთის სამხედრო დახმარება. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით სერგეი შოიგუმ გაამართლა რუსეთის გადაწყვეტილება. გარდა ამისა, მან NATO რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან საბრძოლო მომზადებისა და სადაზვერვო აქტივობების გააქტიურებაში დაადანაშაულა, ხოლო დასავლეთი - უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების მიწოდებით ომის ესკალაციაში.

"შოიგუს განცხადებები არ წარმოადგენს რაიმე ახალ ინფორმაციას ბელარუსის წვრთნებთან დაკავშირებით და სავარაუდოდ საინფორმაციო ოპერაციის ნაწილია". - აღნიშნავს ISW.

ამასთან, ანალიტიკოსების შეფასებით, ბირთვული ესკალაციის რისკი რჩება უკიდურესად დაბალი, ხოლო რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსებამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის ბრძოლის ველზე არსებული რეალობა შეცვალოს.

"შოიგუს ბირთვული შანტაჟის გააქტიურებული რიტორიკა ემთხვევა ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას და უკრაინისთვის განკუთვნილ აშშ-ს დახმარების ახალ პაკეტს". - ვკითხულობთ ანგარიშში.

კომენტარები