კრიმინალი

სასამართლომ 14 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საია

არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 14 წლის მოზარდზე იძალადა და გააუპატიურა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 14 წლის არასრულწლოვანზე იძალადა და გააუპატიურა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო არასრულწლოვნის გაუპატიურების (სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ წარდგენილი მუხლი 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“,- აცხადებს საგამოძიებო უწყება.

კომენტარები