უკრაინაში ომმა ქვეყნის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას $2.6 მილიარდის ზიანი მიაყენა

SERGEI ILNITSKY (EPA-EFE)

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანმა შეჭრამ ქვეყნის კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას $2.6 მილიარდის ზიანი მიაყენა. ინფორმაციას ამის შესახებ გაერო ავრცელებს.

UNESCO- ს მონაცემებით, უკრაინის კულტურამ, ტურიზმმა, სპორტმა და გართობის სფერომ 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული $15.1 მილიარდის დანაკარგი მიიღო.

უკრაინაში, ძირითიადად კი მის აღმოსავლეთ ნაწილში, დაახლოებით 250 ძეგლი დაზიანდა, ან განადგურდა. UNESCO-ს მეთაურის, ოდრი აზულეიის მიხედვით, ზიანის გამოსასწორებლად და აღნიშნული სექტორების აღსადგენად საჭიროა $6.3 მილიარდი.

კომენტარები