ფინეთის არჩევნები

ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში სანა მარინის სოციალ-დემოკრატიული პარტია დამარცხდა

ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 96% დათვლილია და შედეგების მიხედვით, კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, პეტერი ორპომ პრემიერმინისტრი, სანა მარინი დაამარცხა. ფინეთის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომლის ლიდერიც სანა მარინია, არჩევნებში ხმათა 19.9% მიიღო და მესამე ადგილი დაიკავა. გამარჯვებულ ნაციონალური კოალიციის პარტიას მხარი 20.7%-მა დაუჭირა.

ნაციონალური კოალიციის პარტიის ლიდერმა, პეტერი ორპომ აღნიშნა, რომ პარტიის ეს დიდი გამარჯვება მათი პოლიტიკის გასატარებლად ძლიერი მანდატია.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამარცხება დიდი ალბათობით სანა მარინის 4-წლიანი პრემიერმინისტრობის დასასრულს ნიშნავს.

სანა მარინი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსი იყო, რომელმაც აღნიშნული პოსტი დაიკავა. ის ფინეთის პრემიერი 2019 წელს, 34 წლის ასაკში გახდა.

კომენტარები