რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარკ მილი: უკრაინის გამარჯვება წელს ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ შეუძლებელი არაა

გენერალი მარკ მილი
AP/Olivier Matthys

აშშ-ს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის, მარკ მილის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გამარჯვება წელს ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ შეუძლებელი არაა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება. 

"არ მგონია, რომ ეს [უკრაინის გამარჯვება] მიმდინარე წლის პერსპექტივაში მოხდეს.

ზელენსკიმ საჯაროდ არაერთხელ თქვა, რომ უკრაინის მიზანია რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინიდან ყველა რუსი გაძევება. და ეს მნიშვნელოვანი სამხედრო ამოცანაა. ძალიან, ძალიან რთული სამხედრო ამოცანაა, თქვენ უყურებთ რამდენიმე ასეულ ათას რუსს, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინაში არიან.

მე არ ვამბობ, რომ ეს არ შეიძლება გაკეთდეს. მე უბრალოდ ვამბობ, რომ ეს ძალიან რთული ამოცანაა". – ამბობს მილი. 

ამასთანავე, მილიმ ATACMS-ის ტიპის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ შეკითხვაზე, აღნიშნა, რომ აშშ არ აპირებს უკრაინისთვის ამ ტიპის სამხედრო დახმარების გაწევას. მიუხედავად ამისა, მილის თქმით, აშშ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სხვა სახის სამხედრო დახმარების გაგზავნას განიხილავს. 

კომენტარები