"ბიჭობა ათასნაირი ათასი სახის მქონეა". - ეს არის ჩვენი სათქმელი, რადგან ქართული ოცნება ლაზარეს, ამ ახალგაზრდა ბიჭს სწორედ ამიტომ აკავებს, რომ მისი დემონიზება არის მარტივი საზოგადოების თვალში. სწორედ ამაზე აკეთებდა აქცენტს. ქართულ ოცნებას ბრალზე არ გაუკეთებია აქცენტი - ვინ რა დააშავა, იმაზე გააკეთა აქცენტი, რომ ეს ბიჭი ასე გამოიყურება, ისე გამოიყურება - ეს არის დემონიზება სინამდვილეში, რომელიც არის რუსული წესებით თამაში. სწორედ ამიტომ არის ეს ხელისუფლება რუსული კოლაბორაციონისტული ხელისუფლება, რადგან თამაშობს რუსული პოლიტიკური წესებით.
8 დღეში 9 აპრილია. მე თქვენ შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს ჩემი მშობლების თაობის დემონიზება მიმდინარეობდა ამით, რომ ესენი არიან ლოთები, ნარკომანები, სახელმწიფოს წინააღმდეგები, უსამშობლო ხალხი და ა.შ. წინა თაობის დემონიზებაც ასე ხდებოდა - ეგ არის სინამდვილეში მთელი პრობლემა, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ 8 საათზე კანცელარიასთან მოვიდეთ და ერთად გავაპროტესტოთ ამ ახალგაზრდა ბიჭის შერჩევითად ჩაგვრა. იმ პირობებში როდესაც ორგანიზებულ მძიმე დანაშაულებს არ სჯის ქართული ოცნება და მათი ორკები შუა ქუჩაში დარბიან, ხალხზე ძალადობენ - ამაზე თვალს ხუჭავს ყველა, სამწუხაროდ.