პრეზიდენტის მოხსენება

ზურაბიშვილი: მთავრობის კურსის ფერისცვალება ივანიშვილის მიერ პოლიტიკის დატოვებით იწყება

თქვენს [ქართული ოცნების] რიგებში უკვე აღარ ისმის არცერთი ოდნავ განსხვავებული აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს. დაიწყო პარტიის გავლენის გაძლიერება მთავრობასა და პარლამენტზე, პარტია გადაიქცა გადაწყვეტილებების მიღების სივრცედ, პარტიის თავმჯდომარე საკუთარ პოზიციას წინასწარ აცხადებს ყველა პოლიტიკურ საკითხზე, და, რაც მთავარია, ბუნდოვანი გახდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, რომ არაფერი ვთქვა ღია დისკუსიაზე. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს და ხალხის მანდატს.

2019 წელს გავრილოვის ჩამოყვანით ქვეყნის მიმართ პირველად გააჩინეთ ეჭვები და კითხვის ნიშნები, თუმცა, რეალურად, ხელისუფლების საგარეო კურსის ფერისცვალება 2021 წელს იწყება, როდესაც ქართულ პოლიტიკას ტოვებს ქართული ოცნების მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. აქ იწყება დიდი გაუგებრობა იმაზე, ვინ არის პასუხისმგებელი ამ ახალ კურსზე.

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებით წარდგენისას.

კომენტარები