ქართული ოცნება

კობახიძე პრეზიდენტზე: ვიცით, რატომ იცვალა ფერი, საუბარს ვერიდებით, ხაზები არ გადაუკვეთავს

სალომე ზურაბიშვილი დგას იქ, სადაც დგას რადიკალური ოპოზიცია. 

[...]  ჩვენს გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რატომ იცვალა მან  ფერი, თუმცა მოვერიდებით ამ დეტალებზე საუბარს, მათ შორის იმისა გამო, რომ ზურაბიშვილს ჯერ წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს. 

ჩვენთვის მთავარი არის საქართველოს კეთილდღეობა. კეთილდღეობაში იგულისხმება ყველაფერი: დამოუკიდებლობის დაცვა, სუვერენიტეტის დაცვა, ამაში იგულისხმება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ზრუნვა, ყველაფერი, რაც საქართველოს კონსტიტუციაში არის ასახული. მათ შორის იგულისხმება ჩვენი ევროპული ინტეგრაცია. ეს ყველაფერი ჩვენს პროგრამაში და საქართველოს კონსტიტუციაში არის ასახული და მივყვებით, იმ პოლიტიკური ძალებისგან განსხვავებით, რომლებიც ჩვენ გვიპირისპირდებიან.  

ყველაფერი ნათელია, როცა ვხედავთ ვის მოსწონს სალომე ზურაბიშვილის განცხადებები - სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძეს და ლევან ბეჟაშვილს. შესაბამისად, საზოგადოებამ იმსჯელოს, სად ვდგავართ ჩვენ და სად ის. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე. 

კომენტარები