პრეზიდენტი პარლამენტში

ზურაბიშვილი: უკრაინასთან მიმართებაში ვერც დიპლომატია, გონიერება და სოლიდარობა გამოვიჩინეთ

არასდროს არ დაამთავრეთ ანტიევროპული რიტორიკა, ჩვენი პარტნიორების დადანაშაულება და შეუარცხყოფა. ეს ყველაფერი კი ბოლოს იმ ზომამდე მივიდა, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩი ქვეყნიდან საყვედურებით და ბრალდებებით გავაცილეთ. ძალიან არაქართული მოქცევით. 

უკრაინასთან მიმართებაში კი ვერც დიპლომატია გამოვიჩინეთ, ვერც გონიერება და ვერც ჩვენთვის შესაფერისი ისტორიული სოლიდარობა. დიახ, ჩვენ ვუერთდებით გაეროში რეზოლუციებს, თუმცა ყველა სხვა მორალური პოლიტიკური სოლიდარობის გამოხატვას ვერიდებით თუ ვემიჯნებით.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. 

კომენტარები