პრეზიდენტი პარლამენტში

პრეზიდენტი მთავრობას: სად დგახართ და რატომ? რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას?

ახლა არ შემიძლია არ გითხრათ თუ არ გკითხოთ - სად დგახართ და რატომ? რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს, რომელსაც აქამდე პირნათლად ასრულებდით. 

დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება. სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის გაძლიერების ნაცვლად, ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები. დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები - მოსმენის კანონი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების და შემდეგ ახლად შექმნის, მოსამართლეების განწესების წესში ცვლილებების შეტანის და ბოლოს უცხოელი აგენტების კანონი ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებას ან მოქალაქეების კეთილდღეობას, არამედ ძალაუფლების გამყარებას და გახანგრძლივებას.

მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ქართული ოცნების წარმომადგენლებს. 

კომენტარები