უბედური შემთხვევა ინდოეთში

უბედური შეთხვევა ინდოეთში - ტაძრის იატაკის ჩავარდნის შედეგად სულ მცირე 35 ადამიანი გარდაიცვალა

სულ მცირე 35 ადამიანი გარდაიცვალა ცენტრალურ ინდოეთში, მადჰია-პრადეშის ტაძარში ლოცვის დროს იატაკის ჩანგრევის შედეგად. უბედური შემთხვევის შედეგად 16 ადამიანის გადარჩენა მოხეხრდა, ერთი პირი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. 

პოლიციის თქმით, იატაკმა, რომელიც ჭაბურღილის ზემოთ იყო დაგებული და მხოლოდ ლითონის კონტრუქციაზე დაფენილი ფილებისგან შედგებოდა, სიმძიმეს ვერ გაუძლო.  შტატის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, გამოძიება დაწყებულია, დაზარალებულთა ოჯახები კი კომპენსაციას მიიღებენ. 

მომლოცველები რამ ნავანის დღესასარულის აღსანიშნად იყვნენ შეკრებილები, რა დროსაც იატაკი ჩაინგრა და ჭაბურღილში, რომელშიც 8 მეტრის სიღრმემდე წყალი იყო, ხალხი ჩაცვივდა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 75 ადამიანია ჩართული. 

შემხთვევა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნარენდა მოდი გამოეხმაურა, რომელმაც საკუთარ ტვიტერ გვერდზე გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და დაწერა, რომ მომხდარის გამო "უკიდურესად დამწუხრებულია" .

კომენტარები