ევრიპული საქართველო

ბოკერია: პროტესტით შეგიძლია, რეჟიმს რამეზე უარი ათქმევინო, თუმცა პროდასავლურად ვერ გარდაქმნი

აქციებმა რაც გვაჩვენა, არის ის, რომ საზოგადოებაში არის უზარმაზარი მორალური უპირატესობა და კონსენსუსი, რომ რასაც ესენი აკეთებენ, ცუდია, მაგრამ პრობლემაა, რომ პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ამ ნაწილს შორის არის ძალიან დიდი უფსკრული. პოლიტიკური ცვლილების მიღწევას სჭირდება, რომ ეს ტალღა, რაც ვნახეთ ქუჩაში პროცესისას, გარდაიქმნას პოლიტიკური ალტერნატივის მხარდაჭერაში არჩევნებზე. ეს არის ყველა აქტიური მოქალაქის და პოლიტიკური პარტიის საქმე, რომ მის გარშემო გააფართოოს რიცხვი იმ ადამიანების, რომლებსაც დაარწმუნებს, რომ მისი ხედვა არის ამ ქვეყნის წინსვლისკენ მიმართული. რთულია, მაგრამ, ადვილი გარგარის ჭამაა, როგორც ერთ-ერთ ზღაპარშია ნათქვამია. ამას ჭირდება, რომ თანმიმდევრული ვიყოთ. ახლა ხალხის მოტყუება, მათ შორის იმ ნაწილის, რომელიც დაგვიანებით, მაგრამ ახლა მიხვდა, როგორი საგანგაშოა ვითარება, რომ ამ რეჟიმთან შესაძლებელია, თუნდაც იძულებით, რამის შეცვლა, არის სწორედ ის, რაც ეხმარება ბუნდოვანების დაბრუნებაში ამ რეჟიმს.

პროტესტით შეგიძლია მავნებლურ, მოღალატეობრივ, პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმს რაღაცაზე უარი ათქმევინო, მაგრამ შეუძლებელია გარდაქმნა პროდასავლურ რეჟიმად, ამას სჭირდება მხოლოდ რეჟიმის დემოკრატიული ცვლილება, რა თქმა უნდა, არჩევნების გზით და უნდა მოხდეს ისე, რომ ყველა პროპაგანდისტული არგუმენტი, რაც ამ რეჟიმს ჰქონდა ალტერნატივის შიშის მიმართ, განეიტრალდეს. ამას სჭირდება იმ ძალების გაძლიერება, ვისაც აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა.

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია პალიტრას ეთერში.

კომენტარები