აშშ-ის ელჩობის კანდიდატი საქართველოში

დანიგანი: საქართველოში რუსეთის მავნე ქმედებას, ასევე დეზინფორმაციას, აქვს გავლენა ქვეყანაზე

საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ირგვლივ პროტესტს ვაკვირდებოდი და ვფიქრობ, რომ ის გამოხატავდა ქართველი ხალხის სურვილს რომ მათი მომავალი დასავლეთში, ევროკავშირში მტკიცედ ინტეგრირებული იყოს. ამ გზის მიმართ ქართველი ხალხის ერთგულებას კიდევ და კიდევ ვხედავთ და ვფიქრობ, ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია, რომ მათი ამ გზაზე მხარდაჭერა გავაგრძელოთ. მჯერა, რომ რუსეთი საქართველოში მავნე ქმედებებს ახორციელებს, მათ შორის დეზინფორმაციას და ამას აქვს გავლენა ქვეყანაზე. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი დახმარება დემოკრატიული რეფორმების იმპლემენტაციაში არის აუცილებელი. ევროკავშირმა გაწერა 12 პრიორიტეტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. დამტკიცების შემთხვევაში ვიმუშავებ მჭიდროდ ხელისუფლებასთან, რათა ამ რეფორმების დაგენრვაში მხარი დავუჭირო

ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგანმა სენატში მოსმენის დროს, სენატორი კრის ვან ჰოლენის კითხვას საქართველოს პოლიტიკურ სისტემაზე რუსეთის გავლენების შესახებ.

კომენტარები