თაღლითობა

"ახალი მეგობრები მინდოდა" – 29 წლის ქალი თავს სკოლის მოსწავლედ ასაღებდა

NY Post

29 წლის ჰეიჯონგ შინი ყალბი საბუთების დამზადების ბრალდებით დააკავეს. ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში, ნიუ ჯერსის შტატის ერთ-ერთ სკოლაში, თავს უფროსკლასელად ასაღებდა

ადვოკატების განმარტებით შინს ცუდი განზრახვები არ ამოძრავებდა, მას უბრალოდ ახალი მეგობრების შეძენა სურდა. ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს: "მე მხოლოდ ახალი მეგობრების შეძენა მსურდა" – ამბობს შინი.

შინი ამერიკაში სამხრეთ კორეიდან 2010 წელს, 16 წლის ასაკში გადმოსახლდა. 2019 წელს დაამთვრა რუტგერსის უნივერსიტეტი. მიმდინარე წლის იანვარში კი ყალბი საბუთებით ნიუ ბრუნსუიქის სკოლაში ჩააბარა. მისმა თაღლითობამ მხოლოდ 4 დღეს გასტანა, სასამართლო პროცესი მარტში დაიწყო, განაჩენი მაისში გახდება ცნობილი.

სკოლის მოსწავლეები თქმით შინი ძალიან მეგობრულად იქცეოდა და ბევრი უფროსკლასელი სოციალურ ქსელში დაიმატა. 

 

კომენტარები