ამ საკითხზე პარტია ლელოს პოზიცია ცხადია. პირველი, საზოგადოების დაკვეთა და რასაც ხალხი იმპერატიულად ითხოვს, არის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ამიტომ, ჩვენი წინადადება არის, რომ კოორდინაციის საბჭო შევქმნათ. ეს ძირითადად იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და ასევე, იმ პოლიტიკური მოთამაშეებისგან, ვინც ევროპული დღის წესრიგითაა დაკავებული. ამ მოთხოვნების შესრულების მიზნით, შევქმნათ კონკრეტული მოთხოვნებისა და ხელისუფლებაზე კონკრეტული წნეხის მექანიზმი. ჩვენ ამ წინადადებით ყველას მივმართეთ და მზად ვართ, რომ ასეთი საკოორდინაციო საბჭოს შესაქმნელად მუშაობა აქტიურად გავაგრძელოთ. ჩვენი აზრით, ამ საბჭოსთან საქართველოს პრეზიდენტმაც უნდა ითანამშრომლოს, რომელმაც განაცხადა, რომ მისი დღის წესრიგი საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა. სიცხადე უნდა შევქმნათ, ხელისუფლებისგან რას ველოდებით, რას არ აკეთებს და რას უნდა აკეთებდეს. ეს არის ჩვენი პოზიცია.
tbl.ge/6bkl
დაკოპირდა
თქვა პარტია ლელოს წევრმა, სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ოპოზიციაში არის თუ არა კოორდინაცია იმაზე, რომ ოპოზიციამ 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით ხელისუფლებაზე წნეხი უნდა გააძლიეროს.
ამავე თემაზე
- ლელომ ნარკოპოლიტიკაზე პარტიის 3-პუნქტიანი გეგმა წარადგინა
- ხაზარაძე: ერთ ქარხანას უთხრეს, თუ იქ ლელო პრეზენტაციას გამართავდა, პრობლემა შეექმნებოდათ
- ხაზარაძე: მე რომ პრეზიდენტი ვიყო, აუცილებლად შევიწყალებდი სააკაშვილს
- ჯაფარიძე: არ გვითქვამს, რომ პენსია ეგრევე 1000 ლარი გახდება - ეტაპობრივად გავზრდით
- პაპუაშვილი ლელოზე: ჩიხუახუას სინდრომი აქვთ – დიდ გულზე არიან