ევროკავშირში ინტეგრაცია

მოლდოვის, უკრაინის, საქართველოს EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს წელს დავიწყებთ – მიშელი

Aurel Obreja/AP

28 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა მოლდოვის უკრაინაში გაწევრიანების საკითხი განიხილეს. შარლ მიშელის თქმით, მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე ევროსაბჭო გადაწყვეტილებას წლის ბოლოსთვის მიიღებს.

"მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გველოდება წინ. ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს უახლესი ანგარიში მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის სამომავლო ევროპულ პერსპექტივაზე. მინდა ხაზი გავუსვა და დავადასტურო, გარწმუნებთ, რომ ამ საკითხის დაყენებას ევროპული საბჭოს წინაშე წლის ბოლოსთვის ვგეგმავ. ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლოსთვის ევროსაბჭომ ამ ქვეყნებთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე გადაწყვეტილება უკვე უნდა მიიღოს. გადაწყვეტილების მიღება ანგარიშის საფუძველზე მოხდება და ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. გულწრფელად მაქვს იმედი, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი". - აღნიშნა შარლ მიშელმა. 

კომენტარები