კრისტინა აგილერა

"42 წელში საკუთარი ვაგინა ზედმიწევნით შევისწავლე" – აგილერა ლუბრიკანტების ბრენდს აფუძნებს

Hello Magazine

კრისტინა აგილერამ ლუბრიკანტების ბრენდი Playground-ი დააფუძნა. მომღერლის თქმით, Playground-ი ქალთა სექსუალურ ჯანმრთელობას ემსახურება. 

"ჩემთვის თავისუფლება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, სწორედ ამიტომ ვაკეთებდი მუსიკას. ახლა ვფიქრობ, რომ საკუთარი ძალები შემიძლია სხვა საქმეშიც მოვსინჯო". – ამბობს მუსიკოსი გამოცემა People-თან ინტერვიუში.

Playground-ს რამდენიმე დასახელების ლუბრიკანტი აქვს, რომელიც სექსუალური სიამოვნებას აძლიერებს. ამ ეტაპზე კომპანია ხუთი დასახელების პროდუქტს აწარმოებს: Love Sesh, After Hours, Mini Escapre და აგილერას პირადი ფავორიტი Date Night.

"42 წლის განმავლობაში საკუთარი ვაგინა ზედმიწევნით შევისწავლე და იქ არის სიამოვნების წერტილები, რომელთა შესახებ ასაკთან ერთად იგებ. ჩემი ვაგინის გარშემო ოთხი სხვადასხვა წერტილია, რომლიდანაც ორგაზმის მიღება შემიძლია". – ამბობს მომღერალი.

კომენტარები