რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ტრამპი: უკრაინაში ომს 24 საათში დავასრულებ, ზელენსკისთან და პუტინთან მოლაპარაკებებით

დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე უკრაინაში მიმდინარე ომი არ შეწყდა, ის 24 საათში დაასრულებს, ზელენსკისთან და პუტინთან "ძალიან მარტივი მოლაპარაკებებით". ამის შესახებ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"თუ არ გადაწყდება, მე დავასრულებს 24 საათში ზელენსკისთან და პუტინთან ერთად, ძალიან მარტივი მოლაპარაკებები გაიმართება, თუმცა, რა სახის იქნება ეს მოლაპარაკებები ვერ გეტყვით, რადგან ამ გამხელის შემთხვევაში ვეღარ განხორციელდება". - თქვა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ მის მიერ ხსენებული მოლაპარაკებები მომდევნო წლინახევრის განმავლობაში ვერ გაიმართება, ეს კი დიდი დროა და ამ დროის განმავლობაში ომის შედეგები შესაძლოა კიდევ უფრო საშინელი გახდეს.

"თუ ეს ყველაფერი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ დასრულდა – რაც სრულად შესაძლებელია, შესაძლოა მესამე მსოფლიო ომში მოვხვდეთ. იმით, რასაც ეს იდიოტები აკეთებენ, შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს, ბირთვული ომი, რასთან შედარებითაც პირველი და მეორე მსოფლიო ომები თამაშად გამოჩნდება". - თქვა ტრამპმა.

კომენტარები