შოტლანდიის ნაციონალური პარტია

შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერის თანამდებობაზე ჰამზა იუსუფი აირჩიეს

ჰამზა იუსუფი

შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ახალ ლიდერად ჰამზა იუსუფი აირჩიეს

შედეგების გამოცხადების შემდეგ ახალმა ლიდერმა დაიფიცა, რომ თავის საქმიანობას პარტიის განურჩევლად ყველა წევრის ინტერესების გათვალისწინებით გაუძღვება.

"მე ვეცდები შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას მისი თითოეული წევრის ინტერესების გათვალისწინებით ვუხელმძღვანელო. მათ შორის, მათი, ვინც მე მხარი არ დამიჭირა. ისევე, როგორც შოტლანდიას გავუძღვები ყველა ჩვენი მოქალაქის ინტერესის გათვალისწინებით". - აღნიშნა ჰამზა იუსუფმა. 

ჰამზა იუსუფი ნიკოლა სტარჯონს ჩაანაცვლებს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას  2014 წლიდან იკავებდა

კომენტარები