პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე 31 მარტს წარდგება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ყოველწლიური მოხსენება 31 მარტს ექნება. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

"საქართველოს პარლამენტის აპარატსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კომუნიკაცია შედგა. 31 მარტზე შევთანხმდით, რომ ყოველწლიური მოხსენება გაიმართოს. რეგლამენტის მიხედვით, მოხსენების გარდა, ამ სხდომაზე სხვა საკითხები არ განიხილება. ვინაიდან არასასესიო კვირაა, პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევით მივმართავთ". - თქვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

პაპუაშვილის თქმით, ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენება 12:00 საათზე არის ჩანიშნული.

კომენტარები