პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

პაპუაშვილი: პრეზიდენტის მოსმენა არ იძლევა დებატებისა და დისკუსიის შესაძლებლობას

შალვა პაპუაშვილი

5 მარტს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს არ მოუსმენს. გადაწყვეტილება უმრავლესობის წევრებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს. არგუმენენტებზე საუბრის დროს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ერთ-ერთ მიზეზად ის დაასახელა, რომ რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის მოსმენის მოთხოვნილი ფორმატი არ ითვალისწინებს დისკუსიისა და დებატების შესაძლებლობას.

"როგორც მოგეხსენებათ, ხვალ სხდომა არ იმართება და საჭირო იყო ბიუროს გადაწყვეტილება, რასაც მხარი არავინ დაუჭირა. რაც შეეხება არგუმენტაციას. როგორც იცით, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება იმართება თებერვალში, პირველივე პლენარულ სხდომაზე. რაც შეეხება კონკრეტულ თარიღს, ეს წყდება პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კონსულტაციის შედეგად. შეთავაზება გამოითქვა, 15 მარტს პლენარულ სხდომაზე მოხდეს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარმოდგენა. რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის გამოსვლა არ იძლევა დებატების და დისკუსიის შესაძლებლობას. და გახლავთ მხოლოდ პრეზიდენტის მოხსენება. ამის შემდეგ კი ფრაქციის ხელმძღვანელები გამოდიან 10-10 წუთით და კითხვის დასმის საშუალება არ არის, არც დეპუტატებს აქვთ გამოსვლის საშუალება". - ამბობს შალვა პაპუაშვილი. 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგენას 5 მარტს გეგმავდა.

კომენტარები