გაფიცვა გერმანიაში

ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით, გერმანიაში საჯარო ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ

REUTERS/Annegret Hilse

27 მარტს გერმანიაში საჯარო ტრანსპორტის თანამშრომლები 24 საათით გაიფიცნენ. ბოლო წლების განმავლობაში საჯარო სექტორში ეს ყველაზე მასშტაბური გაფიცვაა. 

გაფიცვის გამო გერმანიაში შეჩერებულია თვითმფრინავების, რკინიგზისა და ყველა სახის საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა. გაუქმებულია ყველა შიდა რეისი. შედეგად, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილების პრობლემა 400 000-მდე მგზავრს შეექმნა.

პროცესში ჩართულია პროფკავშირები, რომლებიც დამსაქმებლებთან ანაზღაურების გაზრდის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებენ. Verdi და EVG ჯამში დაახლოებით 2.5 მილიონი თანამშრომლის ინტერესებს იცავს. 

Verdi-ის ხელმძღვანელობა იუწყება, რომ ინფლაციის პირობებში მილიონობით ადამიანისთვის მოლაპარაკებების შედეგებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. 

კომენტარები