რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა ირანული დრონების მიღება რეგულარულად დაიწყო

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა ირანული წარმოების დრონების მიღება რეგულარულად დაიწყო.

"2023 წლის მარტის დასაწყისიდან, რუსეთმა, სავარაუდოდ, უკრაინის წინააღმდეგ მინიმუმ 71 ირანული დიზაინის Shahed-ის ტიპის  უპილოტო თვითმფრინავი (OWA-UAVS) გამოიყენა. რუსეთმა, სავარაუდოდ, დაიწყო მცირე რაოდენობით Shahed OWA-UAV-ების რეგულარული მიღება.

[...] რუსეთი Shahed დრონებს ორი მიმართულებით უშვებს: რუსეთის კრასნოდარის ტერიტორიიდან აღმოსავლეთით და ბრიანსკის ოლქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით.

ეს რუსეთს აძლევს საშუალებას, რომ უკრაინის ფართო სექტორზე მანევრირება მოახდინოს და შეამციროს ფრენი დროს უკრაინის ჩრდილოეთით მდებარე სამიზნეებზე. ასევე, სავარაუდოდ, ეს იქნება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გადატვირთვის კიდევ ერთი მცდელობა.” - წერია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში.

კომენტარები