რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: იარაღის ნაკლებობის გამო უკრაინა კონტრშეტევას ვერ იწყებს

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ჯერ ვერ დაიწყებენ კონტრშეტევას, რომელიც გაზაფხულზე იყო დაგეგმილი, რადგან თავდაცვის ძალებს მეტი იარაღი სჭირდებათ. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკიმ ამის შესახებ იაპონურ გაზეთთან Yomiuri-სთან ინტერვიუში ისაუბრა. 

ზელენსკიმ განმარტა, რომ დამატებითი მხარდაჭერა შეიარაღების, მათ შორის საბრძოლო მასალისა და მოიერიშე თვითმფრინავების სახით, გადამწყვეტია და ამიტომ უკრაინელი სამხედროები ამ მარაგების ჩამოსვლას პარტნიორებისგან ელოდებიან.

უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ რუსული არმია ყოველდღიურად სამჯერ მეტ ჭურვს ისვრის, ვიდრე უკრაინელი სამხედროები.

კომენტარები