თბილისის მერია

მერია: ვეფხი და მოყმის ძეგლიდან ჟვანიას მოედნისკენ ამსვლელ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, გაგარინის ქუჩა N1-თან ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეფერხებულია. მერია მიზეზად კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის ავარიულად დაზიანებას ასახელებს.

განცხადების მიხედვით, სრულად შეიზღუდა ვეფხი და მოყმის ძეგლიდან ჟვანიას მოედნისკენ ამსვლელ გზის მონაკვეთზე მოძრაობა, რის გამოც ტრანსპორტი მარჯვენა სანაპიროდან ლაგუნა ვერეს მიმართულებით გადაადგილდება. 

რაც შეეხება ჟვანიას მოედნიდან ვეფხი და მოყმის ძეგლისკენ ჩამსვლელ გზის მონაკვეთს, აქ, მერიის ცნობით, მოძრაობა შეზღუდული არ არის და ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება. 

განცხადების მიხედვით, სატრანსპორტო შეზღუდვა მოიხსნება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიერ წყალსადენის მილის აღდგენის სამუშაოების დასრულებისთანავე.

კომენტარები