რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სამომავლოდ უკრაინელები ბრძოლასთან ერთად სხვა დიპლომატიურ მეთოდებსაც მიმართავენ – ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 
REUTERS/Raquel Cunha/Pool

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, სამომავლოდ უკრაინის ტერიტორიების დაბრუნებაში შესაძლებელია დიპლომატიურმა მოლაპარაკებებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს

"ვფიქრობ, ტერიტორიების ნაწილის დაბრუნებას უკრაინელები ბრძოლით შეეცდებიან, თუმცა გარკვეული ტერიტორიების შემთხვევაში, სხვა მეთოდების გამოყენება იქნება საჭირო". - აღნიშნა ბლინკენმა კონგრესში ყირიმის დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას.

ბლინკენის თქმით, როგორი იქნება უკრაინის დამოუკიდებელი მომავალი, მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, თავად უკრაინის გადასაწყვეტია. 

კომენტარები