გერმანია-საქართველო

ბერბოკის თვითმფრინავს თბილისის აეროპორტში დაშვებისას პრობლემა შეექმნა – Spiegel

გერმანული გამოცემის Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავს, რითიც საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი მგზავრობდა, თბილისის აეროპორტში დაშვებისას პრობლემა შეექმნა. 

გამოცემის ცნობით, გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავი განსაზღვრულ დროს აეროპორტში ვერ დაეშვა, რადგან საფრენ ზოლს სხვა თვითმფრინავი ბლოკავდა. მეორე ცდისას პილოტი ინციდენტის გარეშე დაეშვა. 

ბერბოკი ჩრდილოეთ მაკედონიიდან Airbus A340-300-ით მოფრინავდა და თბილისში 23:00-ისთვის უნდა ყოფილიყო. შექმნილი პრობლემის გამო პილოტმა კიდევ ერთი წრე გააკეთა და აეროპორტში დაფრენა 20 წუთით გვიან შეძლო.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალური ვიზიტები დღეს, 24 მარტს დაიწყო. 

კომენტარები