მსოფლიო პატრიარქი

მსოფლიო პატრიარქი: რუსული ეკლესია ომის დანაშაულების პასუხისმგებლობას იზიარებს

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე I

მსოფლიო პატრიარქის, ბართლომე I-ის თქმით, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინაში კონფლიქტზე პასუხისმგებლობას იზიარებს, თუმცა მზადაა, რუსეთს ომის შემდეგ "სულიერ აღორძინებაში" დაეხმაროს. 

ბართლომემ, რომელმაც 2019 წელს უკრაინის ახლადდაარსებული მართლმადიდებლური ეკლესიის აღიარებით რუსეთი გააღიზიანა, თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება ეკლესიას იყენებდა როგორც "ინსტრუმენტს თავისი სტრატეგიული მიზნებისთვის".

"რუსეთის ეკლესია და სახელმწიფო დაშაულის ჩადენის პროცესში თანამშრომლობდნენ და იზიარებდნენ პასუხისმგებლობას იმ დანაშაულებზე, როგორიცაა უკრაინელი ბავშვების შოკისმომგვრელი გატაცება". - თქვა მან ლიტვის პარლამენტში გამართულ კონფერენციაზე.

კომენტარები