ჟიზელ ბუნდჰენი

ჟიზელ ბუნდჰენმა ტომ ბრედისთან განქორწინება "გარდაცვალებასა და თავიდან დაბადებას" შეადარა

KEVIN WINTER/GETTY IMAGES

სუპერმოდელმა, ჟიზელ ბუნდჰენმა ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავთან, ტომ ბრედისთან განქორწინებაზე ჟურნალ Vanity Fair-თან ილაპარაკა და განქორწინების პროცესი "გარდაცვალებასა და თავიდან დაბადებას" შეადარა.

"შენ გასცემ ყველაფერს, რათა ოცნებებს მიაღწიო, საკუთარი თავის 100%-ს და გულსატკენია, როდესაც მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც იმედოვნებდი, რისთვისაც იმუშავე, თუმცა შენ მხოლოდ საკუთარი ნაწილის შესრულება შეგიძლია". - ამბობს ბუნდჰენი გამოცემასთან.

მისივე თქმით, არასწორია პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქმართან განქორწინების ერთ-ერთი მიზეზი მისი სპორტული კარიერა იყო. მას შემდეგ, რაც ბუნდჰენისა და ბრედის დაშორების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, გამოცემები წერდნენ, რომ ამის მიზეზი სუპერმოდელის მხრიდან მოთხოვნა იყო, რომ ბრედის მიერ ამერიკული ფეხბურთის პროფესიული თამაშის გაგრძელების შემთხვევაში, ქორწინება დასრულდებოდა.

"მომისმინეთ, მას ყოველთვის ვგულშემატკივრობდი და სამუდამოდ ასე გავაგრძელებ. თუ არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც მინდა ყველაზე ბედნიერი იყოს, ეს ის [ტომ ბრედი] არის, დამიჯერეთ. მსურს მიაღწიოს და დაიპყროს. მისი ყველა ოცნება განხორციელდეს. ეს არის, რაც მისთვის მინდა, მთელი გულით". - თქვა მან.

ბუნდჰენი ასევე ამბობს, რომ მას და ბრედის დროის გასვლის შემდეგ განსხვავებული ინტერესები ჰქონდათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთი არ უყვარდათ.

"ხანდახან ერთად იზრდებით, ხანდახან ერთმანეთს ცილდებით. ერთმანეთს შევხვდით, როდესაც 26 წლის ვიყავი და ის 29 წლის იყო, ოჯახი გვინდოდა, ერთად რაღაცების კეთება გვინდოდა. თუმცა, რაც დრო გავიდა, მივხვდით, რომ სხვადასხვა ინტერესი გვქონდა და არჩევანი უნდა გაგვეკეთებინა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გიყვარს. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ისეთი ცხოვრების ქონისთვის, როგორიც შენ ნამდვილად გინდა, ისეთი ადამიანი უნდა გყავდეს, რომელსაც ემთხვევი, არა? ეს ცეკვაა. ბალანსია". - ამბობს ჟიზელ ბუნდჰენი.

2022 წლის ოქტომბერში ჟიზელ ბუნდჰენი და ტომ ბრედი 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინდნენ. წყვილი 2009 წელს დაქორწინდა, მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ - 12 წლის ბენჟამინი და 9 წლის ვივიანი.

კომენტარები