რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ გმირული სამსახურისთვის ბახმუტში მებრძოლი სამხედროები მედლებით დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ ბახმუტთან ფრონტის ხაზზე მებრძოლი სამხედროები მოინახულა და გმირული სამსახურისთვის მედლებით დააჯილდოვა.

"ჩემთვის პატივია, რომ დღეს აქ ვარ ჩვენი გმირების დასაჯილდოებლად. შესაძლებლობა მაქვს მათ პირადად ჩამოვართვა ხელი და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის მადლობა გადავუხადო. თქვენ რთული, მაგრამ ისტორიული მნიშვნელობის ბედი გხვდათ წილად, რომ დაიცვათ თქვენი ქვეყანა და ჩვენი შვილებისთვის ყველაფერი დაუბრუნოთ უკრაინას. მე ქედს ვიხრი ყველა გმირის წინაშე, თქვენი თანამებრძოლების წინაშე, რომლებიც აღმოსავლეთით ბრძოლაში და მთელი ამ ომის განმავლობაში დაკარგეთ". - წერს ზელენსკი Telegram-ზე და დაჯილდოების ამსახველ კადრებს აქვეყნებს. 

ზელენსკის თქმით, ბახმუტის სიმაგრე დაუმორჩილებლობის სიმბოლოა.

კომენტარები