რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

AP: აშშ უკრაინისთვის ABRAMS–ის ტიპის ტანკების მიწოდებას აჩქარებს

პენტაგონი უკრაინისთვის Abrams-ის ტიპის ტანკების მიწოდებას აჩქარებს. მათივე გადაწყვეტილებით, აშშ უკრაინისთვის ძველი მოდელის გაგზავნას განხილავს, ვინაიდან მათი დამზადება და გაგზავნა უფრო სწრაფად, 8-10 თვეში მოხერხდება. ინფორმაცია აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გამოცემა Associated Press-ს დაუდასტურეს.

მანამდე, უკრაინისთვის 31 ახალი M1A2 Abrams-ის ტიპის ტანკის მიწოდება იყო დაგეგმილი, თუმცა მათ დამზადებასა და გაგზავნას 1 ან 2 წელი დასჭირდებოდა, ამიტომ პენტაგონმა ძველი M1A1 ვერსიის გაგზავნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ამასთან, ოფიციალური პირების თქმით, ტანკების არმიის ოფიციალური მარაგიდან აღება და, შესაბამისად, წლის ბოლომდე უკრაინისთვის მიწოდება იქნება შესაძლებელი. აშშ-ის თქმით M1A1 Abrams-ის ტიპის ტანკების მართვა უკრაინელ სამხედროებს უფრო გაუმარტივდებათ. 

ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად მალე დაიწყებს აშშ ტანკების გამოყენების, შენარჩუნებისა და შეკეთებისთვის უკრაინული ძალების წვრთნას. მნიშვნელოვანია, რომ ჯარების წვრთნა ტანკების განახლებას დაემთხვეს, რათა წლის ბოლოსთვის ორივე კომპონენტი მზად იყოს. 

აღსანიშნია, რომ ტანკების უკრაინს მიმდინარე წლის გაზაფხულზე, როდესაც ორივე მხრიდან ინტენსიური შეტევის დაწყებაა მოსალოდნელი, არ მიეწოდება.

ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინაში Abrams-ის ტიპის ტანკების გაგზავნის შესახებ იანვარში განაცხადა. ჯო ბაიდენის თქმით, ამ ინიციატივას რეკომენდაცია თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გაუწია.

"დღეს [25 იანვარს] ვაცხადებ, რომ აშშ უკრაინაში 31 Abrams-ის ტანკს, ერთი უკრაინული ბატალიონის ეკვივალენტს გაგზავნის. ეს ნაბიჯი მდივანმა ოსტინმა შემოგვთავაზა, რათა გაძლიერდეს უკრაინის მიერ საკუთარი ტერიტორიის დაცვის შესაძლებლობა და მიაღწიონ სტრატეგიულ მიზნებს". – თქვა ბაიდენმა.

ამას გარდა, აშშ-ს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ Abrams-ის ტანკები მსოფლიოში ყველაზე ეფექტიანი, თუმცა რთული შესანახია და ამიტომაც უკრაინას შესაბამის ნაწილებსა და აღჭურვილობასაც გადასცემენ. მისივე თქმით, ამერიკელები უკრაინელ ტანკისტებს გაწვრთნიან.

ჯო ბაიდენმა უკრაინის კონტრიერიშისთვის საჭირო შესაძლებლობებზეც ისაუბრა.

"საკუთარი ტერიტორიის გასათავისუფლებლად სჭირდებათ ბრძოლის ველზე რუსეთის ცვლადი ტაქტიკებისთვისა და სტრატეგიისთვის წინააღმდეგ მოქმედება, სჭირდებათ მანევრირების შესაძლებლობის გაუმჯობესება გაშლილ რელიეფზე და მათ სჭირდებათ შესაძლებლობა, რომ რუსეთის აგრესია შეაჩერონ და თავი დაიცვან დიდი ხნის განმავლობაში". – თქვა ჯო ბაიდენმა.

კომენტარები