ჟურნალისტიკის დღე

პრემიერი: გილოცავთ ჟურნალისტიკის დღეს, ვაცნობიერებთ თქვენი პროფესიის უდიდეს მნიშვნელობას

ქართული ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ თითოეულ ჟურნალისტს, მედიასაშუალებების ყველა თანამშრომელს. 

საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობასა და პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული თქვენი საქმიანობა საკვანძოა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და მისი ევროპული მომავლის მშენებლობისათვის. თქვენ არა მხოლოდ საზოგადოების ინფორმირების თავისთავად უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურებით, არამედ განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურის განვითარებაში, დემოკრატიულ ღირებულებათა დამკვიდრებაში.

ჩვენი მთავრობა და პოლიტიკური გუნდი კარგად აცნობიერებს თქვენი პროფესიის უდიდეს სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. ამის დასტურია "ქართული ოცნების" მიერ გატარებული რეფორმები, რომელთა შედეგადაც არსებითად გაუმჯობესდა მედიის პლურალიზმი და გაიზარდა თავისუფლების ხარისხი. 

მადლობას გიხდით თქვენი შრომისთვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობაში.

წერს საქართველოს პრემიერმინისტრი,
ირაკლი ღარიბაშვილი. მილოცვას მთავრობის ადმინისტრაცია აქვეყნებს. 

კომენტარები