რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: მადლობა ყველას, ვისაც რეალურად სურს, ევროპა ძლიერი და თავისუფალი იყოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის ქვეყნების ლიდერებს 2 მილიარდი ევროს ღირებულების საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდების გეგმაზე შეთანხმებისთვის და აშშ-ს ხელისუფლებას $350 მილიონი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა

"ეს არის სტრატეგიული ნაბიჯი. რაღაც, რაც გვარწმუნებს ჩვენს ერთიანობაში, ტერორისტულ სახელმწიფოზე გამარჯვებისკენ მოძრაობის უცვლელობაში. მადლობა ყველა ჩვენს პარტნიორს ევროპაში! ყველას, ვისაც რეალურად სურს, ევროპა იყოს ძლიერი და თავისუფალი.

დღეს აშშ-მ ასევე ისაუბრა ახალი სამხედრო პაკეტის შესახებ. მისი საერთო ღირებულება $350 მილიონია. ეს არის HIMARS-ის რაკეტები, არტილერია და სხვა საბრძოლო აღჭურვილობა, ყველაფერი, რაც ნამდვილად საჭიროა ჩვენი ჯარისკაცების მხარდასაჭერად. მადლობა პრეზიდენტ ბაიდენს, კონგრესს და ყველა ამერიკელს". - აღნიშნა ზელენსკიმ ვიდეო მიმართვისას.

კომენტარები