რუსეთი

რუსეთის სასამართლომ რუსეთში არსებული Volkswagen-ის აქტივები სრულად გაყინა

Volkswagen-ის ქარხანა
Reuters

რუსეთის სასამართლომ რუსეთში არსებული Volkswagen-ის აქტივები სრულად გაყინა.

Volkswagen-ი მანქანის მწარმოებელი კომპანიებიდან ერთ-ერთია, რომელმაც დასავლეთის სანქციების შედეგად რუსეთში მუშაობა შეაჩერა. რუსეთის მანქანების მწარმოებელმა კომპანია GAZ-მა, რომელსაც კონტრაქტის მიხედვით Volkswagen-is მანქანები უნდა ეწარმოებინა საკუთარ ქარხანაში, უჩივლა გერმანულ კომპანიას კონტრაქტის პირობების დარღვევისთვის.

GAZ-ის მიხედვით, კომპანიამ Volkswagen-ის მიერ კონტრაქტის გაწყვეტით $207.7 მილიონით იზარალა.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, Volkswagen-ის გარდა კიდევ ბევრმა მანქანების მწარმოებელმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა. მათ შორის არიან: BMW, Ford, General Motors, Harley Davidson, Honda, Hyundai, Jaguar, Mazda, Mercedes-Benz, Porsche, Renault, Toyota (Lexus), Volvo.

კომენტარები