მიხეილ სააკაშვილი

იოსელიანი: სააკაშვილს დავუდასტურე, რომ მის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას გავაგრძელებ

დღეს კლინიკა ვივამედში ვიყავი. მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი და ის 13 პატიმარი, რომელიც იმავე კლინიკაში გადის მკურნალობას. მე და ყოფილმა პრეზიდენტმა სხვადასხვა თემაზე თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ. ვინაიდან ექიმი არ ვარ და შესაბამისი კვალიფიკაცია არ მაქვს, მისი სამედიცინო მდგომარეობის დეტალების განხილვაში არ შევალ, ეს სპეციალისტების საქმეა. თუმცა, ჩემი მხრივ, დავუდასტურე, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს, მათ შორის, სამედიცინო კონსილიუმი, შენარჩუნებული იქნება და ამ პროცესს ჩემგან არანაირი შეფერხება არ ექნება. ასევე, დავუდასტურე, რომ სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში გააგრძელებს მის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას.

რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია იმ პატიმრების მდგომარეობაც, რომლებიც ამ კლინიკაში იმყოფებიან. მათაც აქვთ კონკრეტული საჭიროებები, რომელსაც მომავალში სახალხო დამცველის რწმუნებულები კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლიან. ყველა პატიმარს ჯანმრთელობასა და მალე გათავისუფლებას ვუსურვებ.

წერს FACEBOOK-ზე სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.

კომენტარები