რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის ძალისხმევა მიმართულია დონეცკისა და ლუგანსკის სრულად აღებაზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფრონტზე არსებული სიტუაციის შესახებ განახლებულ ცნობას ავრცელებს. მათ თქმით, ამჟამად რუსეთის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დონეცკისა და ლუგანსკის სრულად აღებაზე.

"დანაკარგების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია აგრესიულ ომს აგრძელებს. მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების სრულად აღების მცდელობებზე. მიზნის მისაღწევად, რუსეთი აგრძელებს აგრესიულ თავდასხმებს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას, მარინკისა და შახტიორსკის რაიონების მიმართულებით, გასულ დღე-ღამეში უკრაინის ძალებმა ფრონტის ამ ნაწილში 83 შეტევა მოიგერიეს.

გარდა ამისა, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით, მტერი აგრძელებს ჩვენი ჯარების თავდაცვის ხაზის გარღვევის მცდელობას. კერძოდ, ოკუპანტებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელეს კრემენაიას, დიბროვას, ვერხნეკამენსკოესა და სპირნსეს დასახლებებში". - წერია განცხადებაში.

ამასთან, უკრაინის გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ საომარი მოქმედებების ეპიცენტრად კვლავ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი რჩება.

კომენტარები