რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ყირიმში ვიზიტის შემდეგ ვლადიმირ პუტინი მარიუპოლშიც ჩავიდა – სამთავრობო მედია

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ანექსირებულ ყირიმში ვიზიტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ქალაქ მარიუპოლშიც ჩავიდა

მედიის ინფორმაციით, პუტინი მარიუპოლში ვერტმფრენის საშუალებით ჩაფრინდა. მან ქალაქის რამდენიმე უბანი, მათ შორის სამეხდროების მიერ ახალგაშენებული საცხოვრებელი მოინახულა და მოსახლეობას გაესაუბრა. 

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ყირიმში ნახევარკუნძულის ოკუპაციის მეცხრე წლისთავზე ჩავიდა. ინფორმაცია რუსეთის სამთავრობო მედიაში ვრცელდება.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი ყირიმში საბავშვო სამხატვრო სკოლის გახსნაზე დასასწრებად ჩავიდა, რომელიც მას ვიდეოკონფერენციის საშუალებით უნდა ენახა.

კომენტარები