კრიმინალი

დააკავეს პირი, რომელმაც მართვის მოწმობის სანაცვლოდ სააგენტოს თანამშრომელს ქრთამი მისცა

შსს მომსახურების სააგენტო / Facebook

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც 17 მარტს ქუთაისის შსს-ს მომსახურების სააგენტოში მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ ამავე სააგენტოს თანამშრომელს ქრთამის სახით თანხა გადასცა.

უწყების ცნობით, სააგენტოს თანამშრომელმა ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა, რის შემდეგაც მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელისთვის ქრთამის მიცემა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები