დაკავების ორდერი

არ არის საჭირო ახსნა, სად უნდა გამოიყენონ ეს ქაღალდი – მედვედევი პუტინის დაკავების ორდერზე

დმიტრი მედვედევი

"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცა. არ არის საჭირო იმის ახსნა, სად უნდა გამოიყენონ ეს ქაღალდი". - დაწერა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა Twitter-ზე და პოსტსს ტუალეტის ქაღალდის ემოჯი დაურთო.


უკრაინელი ბავშვების "არაკანონიერი დეპორტაციის" გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამასთან, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 

სასამართლოს წინასწარი სხდომის მოსამართლეებმა შეაფასეს, რომ არსებობს "გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თითოეულ ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულზე, მოსახლეობის უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში".

მოსკოვმა განაცხადა, რომ ICC-ის იურისდიქციას არ ცნობს. 

კომენტარები