კომუნიკაციების კომისია

"სიუჟეტი პარტია ლელომ დააფინანსა" – კომუნიკაციების კომისიამ BMG გააფრთხილა

BMG

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ტელეკომპანია BMG მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილეს - როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, BMG-ს მომსახურება ლელომ შეისყიდა და ეთერში პარტიის მიერ დაფინანსებული სიუჟეტი გავიდა, რისი უფლებაც, ComCom-ის განმარტებით, BMG-ს კანონმდებლობით არ ჰქონდა. 

"საქმე ეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ლელო საქართველოსთვის მხრიდან ბი ემ ჯის მომსახურეობის შესყიდვას და პოლიტიკური პარტიის მიერ დაფინანსებული სიუჟეტის ეთერში განთავსებას, რისი უფლებაც მას კანონმდებლობით არ ჰქონდა. 

კომუნიკაციების კომისიამ საკითხის მოკვლევის შემდეგ მიიჩნია, რომ მაუწყებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევას, რომლის თანახმადაც, აკრძალულია პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, მისი მომსახურების შესყიდვა, პროგრამების დაკვეთა და გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ ბი ემ ჯი წერილობით გააფრთხილა". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები