ისინი [ენმ] ცდილობენ, ემოციურ მუხტს მოახტნენ და გააჭენონ ცხენი, მაგრამ ამას ვერ გააკეთებენ. მით უმეტეს, 9 აპრილი მათი თარიღი არ არის. ასე რომ, სხვის ცხენს გაუშვან ხელი და ამ ღირებულებებს ნუ ჩაეჭიდებიან, რადგან ამ თარიღს მხოლოდ და მხოლოდ დააბინძურებენ, დააზიანებენ და იერსახეს დაუკარგავენ. ეს არის ქართული საზოგადოების თარიღი და არა ნაციონალური მოძრაობის.
tbl.ge/6b4a
დაკოპირდა

ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ 9 აპრილს დაგეგმილ აქციაზე. ხუნდაძის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.