ორკ-ქოცების აქცია

ევროკავშირის დროშის დაწვის გამო რამდენიმე ორკ-ქოცი, მათ შორის, ზურა მახარაძე დააჯარიმეს

მარიამ ნიკურაძე

საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის გამო რამდენიმე ორკ-ქოცი დააჯარიმეს. მათ შორის არის პუტინისტური, ძალადობრივი ალტ-ინფოს ლიდერი, ზურა მახარაძე.  

შსს-ს ტაბულაში უთხრეს, რომ რამდენიმე პირი 1 000 ლარით არის დაჯარიმებული.  

პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილმა ორკებმა ევროკავშირის დროშა 14 დეკემბერს ჩამოხსნეს და დაწვეს. მოგვიანებით, შსს-მ განაცხადა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყეს და სამართალდამრღვევებს დააჯარიმებენ. 

კომენტარები