რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

POLITICO: ევროკავშირი უკრაინის საბრძოლო მასალების შევსების €2-მილიარდიან შეთანხმებას უახლოვდება

უკრაინელი სამხედროები Krab-ის ტიპის პოლონური თვითმავალი ჰაუბიცით რუსების პოზიციებს ცეცხლს უხსნიან. უკრაინა, დონეცკი, 2023 წლის 17 იანვარი.
REUTERS/Oleksandr Ratushniak

გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ევროკავშირი მალე მიაღწევს €2-მილიარდიან შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინის საბრძოლოს მასალებისა და საკუთარი მარაგების შევსებაა. ამის შესახებ საუბარი გამოცემის მიერ მოპოვებულ საბუთებში იყო. 

როგორც POLITICO წერს, გეგმა ორი ნაწილისგან შედგება. პირველ რიგში, ევროკავშირი 1 მილიარდ ევროს, ანაზღაურების მიზნით, დახარჯავს ქვეყნებზე, რომლებსაც უკრაინისთვის საბრძოლო მასალი დაუყოვნებლივ გადაცემა შეეძლებათ. შემდეგ, ბლოკის ქვეყნები ერთად შეიძენენ 1 მილიარდი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალას, რაც ნაკარნახევია იმით, რომ ერთად მათ უფრო ჭურვების დიდი რაოდენობის შეკვეთა შეეძლებათ, ნაკლებ ფასად.

თავდაპირველად, ესტონეთმა დაიწყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლებოდა ევროკავშირი ერთობლივად დახმარებოდა უკრაინას საბრძოლო მასალების მარაგების შევსებაში. ესტონეთის გამოთვლით, რუსეთი დღეში დაახლოებით 20 000-60 000 ჭურვს ისვრის, როცა უკრაინის ძალები დღეში მხოლოდ 2 000-7 000 ჭურვს იყენებენ.

როგორც POLITICO-სთან ევროკავშირის ანონიმურმა წყარომ ისაუბრა, ამ დრომდე ევროკავშირის ქვეყნებმა კიევს 350 000 155-მმ.-იანი ჭურვი გადასცეს და საკუთარი მარაგების შესავსებად ევროკავშირმა €450 მილიონი დახარჯა. ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, თითო ჭურვის ფასი €4 000-ს უტოლდება, რაც ნიშნავს, რომ მათი წარმოება გაძვირებულია.

ევროკავშირის ეს გეგმა ბლოკის წევრების გარდა მოიცავს ნორვეგიასაც, როგორც POLITICO  წერს.

კომენტარები