რუსეთი

ბრიტანეთი: კრემლი საჯარო მოხელეებს მოგზაურობას უკრძალავს, რათა ქვეყნიდან არ გაიქცნენ

Reuters

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან რუსი საჯარო მოხელეები უცხოური მოგზაურობის მკაცრ შეზღუდვებს ექვემდებარებიან. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი

დაზვერვის განმარტებით, ზოგიერთ ოფიციალურ პირს პასპორტი, სავარაუდოდ, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) ჩამოართვა. შეზღუდვის მოტივი სავარაუდოდ ისაა, რომ მაღალჩინოსნები რუსეთიდან არ გაიქცნენ.

"ძალაუფლების ცენტრთან ახლოს მყოფი თანამშრომლები უფრო მკაცრი შეზღუდვების წინაშე დგანან; კრემლის ოფიციალურ პირებს ეკრძალებათ დასასვენებლად უცხოეთში მოგზაურობა". - წერს ბრიტანეთის დაზვერვა. 

ამავე ინფორმაციით, მოგზაურობის შეზღუდვები, რომლებიც 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ გამკაცრდა, შესაძლოა კიდევ უფრო გაფართოვდეს და საჯარო სექტორში დასაქმებულების ფართო სპექტრზე გავრცელდეს.

კომენტარები